Skip to content
15/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე

მარშალ პრესი 11/03/2026
archil gorduladze

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, რომ წაიკითხოს ის ჩაგდებული მესიჯი, რომელსაც შემდეგ ქართულად თვითონ თარგმნიან ხოლმე და წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებასაც კი არ აძლევენ, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე.

„ეს არის ძალა, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ყველა ფორმით. მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ მათ ბოგინს ჩვენს ქვეყანაში დაესვას წერტილი სამართლებრივად“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მონაწილეობს
Next: ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, “ქეშბექები” გამომდინარეობს დისტრიბუციისგან – მათ მიერ შემოთავაზებული ყველა “ქეშბექი” და ფასდათმობა, გულისხმობს მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.