Skip to content
15/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მონაწილეობს

მარშალ პრესი 11/03/2026
tamar zodelava1

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თამარ ზოდელავამ ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფ განვითარებაზე; დეზინფორმაციის, კიბერშეტევებისა და ციფრული სუვერენიტეტის თანმდევ გამოწვევებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის შესახებ და ამით გამოხატა მტკიცე ნება,  ციფრული რეფორმების პროცესში განუხრელად დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

მინისტრის მოადგილემ 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის შესახებაც ისაუბრა, რომლის მიზანი სახელმწიფო სერვისების მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.  თამარ ზოდელავამ სამიტის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა,  აგრეთვე, იუსტიციის სახლების წარმატებულ მოდელზე, ქონების დისტანციური რეგისტრაციის ახალ შესაძლებლობებზე, მმართველობის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ქალთა ციფრული წიგნიერების გაძლიერების საკითხებზე.

ციფრული ინოვაციების სამიტი ბუქარესტის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (ICI) მიერ არის ორგანიზებული და ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმებს აერთიანებს, როგორიცაა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ფორუმი და კიბერდიპლომატიის საერთაშორისო კონფერენცია.

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში  იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუქარესტის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელსაც შეხვდება.

ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
Next: არჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.