Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მადლობა პრემიერსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ცხვირის ჩაყოფა

მარშალ პრესი 10/03/2026
liza gegechkori

ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოთხოვნაზე, მოენახულებინათ პატიმრები, მათ შორის, მზია ამაღლობელი, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და შს მინისტრის უარს, სოციალურ ქსელში აფასებს.

გეგეჭკორი მადლობას უხდის ირაკლი კობახიძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გეკა გელაძეს, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს დელეგაციის წევრებს, რომ მათი საქმე არ არის საქართველოს საქმეებსა და კანონმდელობაში ცხვირის ჩაყოფა. “მადლობა პრემიერ-მინისტრსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში და მის კანონმდელობაში ცხვირის ჩაყოფა. ისე, მადლი იქნება ვინმემ ჰკითხოს, მის ქვეყანაში რომ პოლიციელს გაარტყას ვინმემ, რას უზამენ. მე გეტყვით, ჯერ იქვე ათრევენ დაუნდობლად სქესის განურჩევლად და მერე ციხეს დააშენებენ თავზე. ვეღარ გაიგეს ამ ჰალსტუხიანმა პეპლებმა, რომ საქართველო სუვენერული და კანონებზე დაფუძნებული ქვეყანაა და ამას ვეღარ შეცვლიან,” – წერს ლიზა გეგეჭკორი.

Post navigation

Previous: ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს ირანს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის მილოცვის დანიშვნაც? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ?
Next: დავით ქართველიშვილი რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ. და იწყება გარდაუვალი ეტაპი: ურთიერთბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც უკვე ხუთჯერ გვაქვს ნანახი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.