Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს ირანს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის მილოცვის დანიშვნაც? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ?

მარშალ პრესი 10/03/2026
giorgi zerekidze

“ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს“- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ვერაფრით ეგუებიან, რომ მოქალაქეებისთვის და ხელისუფლებისთვის, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებაა მთავარი. “ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს.

ყველა ელჩს ერთად აქვს გადაწყვეტილი მგონი რომ რადგან გიჟებივით არ ვიქცევით, თავში გვიტყაპუნოს. ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს ირანს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის მილოცვის დანიშვნაც?

ბოლო-ბოლო როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ? შემთხვევით ხომ არ იცით, რით დაგვიდგა 2008 წელს გვერდით უდიდესი საბრძოლო რესურსების მქონე ისრაელი?! შემთხვევით გაყურსული ხომ არ იყო? ვერაფრით ვერ ეგუებიან ტიპები, რომ ჩვენთვის, მოქალაქეებიან ხელისუფლებიანად, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაა მთავარი. თავიანთთვის კარგად ესმით ოღონდ, ჩვენსას ვერ იგებენ მაინცდამაინც”- წერს გიორგი ზერეკიძე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
Next: მადლობა პრემიერსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ცხვირის ჩაყოფა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.