Skip to content
09/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს – დონალდ ტრამპი

მარშალ პრესი 09/03/2026
donald trump

ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ განაცხადა.

„მას ჩვენგან დადასტურების მიღება მოუწევს. თუ ის ჩვენგან დადასტურებას არ მიიღებს, დიდხანს ვერ გაძლებს. ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ არ მოგვიწევს იმავე პროცესის გავლა, როცა პრეზიდენტი ისეთი არ იქნება, როგორიც მე ვარ, რომელიც ამას გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, არ სურს, რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ იგივე პრობლემა გაჩნდეს.

„არ მინდა, რომ ხალხს ხუთ წელიწადში ისევ მოუწიოს ამავე საკითხის მოგვარება ან, უარეს შემთხვევაში, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს კანდიდატს, რომელსაც კავშირი ექნებოდა ირანის მოქმედ რეჟიმთან, ტრამპმა უპასუხა, რომ ამასაც არ გამორიცხავს.

„დიახ, შეიძლება, დავუჭირო მხარი კარგი ლიდერის ასარჩევად. ბევრი ადამიანი შეიძლება აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანი მთელი ახლო აღმოსავლეთის დაპყრობას გეგმავდა და მან ისინი შეაჩერა.

„ისინი აპირებდნენ თავდასხმას. მათი გეგმა იყო მთელი ახლო აღმოსავლეთის დაკავება”,- განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა ირანის გამდიდრებული ურანის კონტროლის მიზნით სპეციალური ძალების გაგზავნაც.

„ყველა ვარიანტი განიხილება. ყველაფერი განიხილება“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე და განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედებებმა ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

„ჩვენ ჩავაძირეთ მათი 44 ხომალდი, რაც ფაქტობრივად მათი მთელი ფლოტი იყო. გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, კომუნიკაციები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. მათ პრაქტიკულად არანაირი დაცვა აღარ აქვთ – მხოლოდ ლაპარაკი დარჩათ“, –  განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ომის ხანგრძლივობაზეც და აღნიშნა, რომ კონკრეტული ვადის პროგნოზირებას არ აპირებს.

„არ ვიცი. მე არასდროს ვაკეთებ პროგნოზებს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გრაფიკზე წინ ვართ როგორც დროის, ისე სამხედრო ეფექტიანობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ტრამპმა.

ინტერვიუში ტრამპმა ასევე უპასუხა საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ეს დროებითი პრობლემაა.

„ვფიქრობ, ყველაფერი კარგადაა. ეს უბრალოდ მცირე შეფერხებაა. მოგვიწია მცირე შემოვლითი გზის გავლა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ დაჩეხილად და თუნდაც, ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს
Next: ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩი”-ს ცნობით, ისრაელმა ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.