Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ დაჩეხილად და თუნდაც, ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს

მარშალ პრესი 08/03/2026
irakli kircxalia

სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, დაჩეხეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ, რომელიც ორი კვირის წინ არის ჩაწერილი და ორი კვირის თავზე ის ბიუროკრატია და დაინტერესებული ძალები დაჭრილად, დაჩეხილად და თუნდაც ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს საზოგადოებისთვის და აქ თავიანთი აგენტურისთვის, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, გამოიყვანეს ბორის ჯონსონი, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო იმ მოვლენებში, რომელიც უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს.
„ყველას კარგად გვახსოვს არახამიას განცხადება, როდესაც თქვა, რომ როდესაც 2022 წელს სტამბოლში მოლაპარაკებებზე ვისხედით და ჩამოვედით სტამბოლიდან, პირდაპირ ეს მოლაპარაკებების მაგიდა დაბომბა ბატონმა ჯონსონმა. არახამიას თქმით, ეს იყო ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა, რომ უკრაინელებმა უნდა იომონ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: ირაკლი ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი – რომ იჩივლოს და თქვას, რომ გავრცელებული მიმოწერა ნამდვილია, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება ვინც სოციალურ ქსელში ამ ამბავში გაერია
Next: ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს – დონალდ ტრამპი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.