Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე, შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას თუ ეს არ მოხდა, მრეწველობასაც მეტი პრობლემა შეექმნება და საერთოდ, ეკონომიკა ვერ განვითარდება, მთლიანად ვიქნებით დამოკიდებული გარე ფაქტორებზე

მარშალ პრესი 07/03/2026
irakli kobakhidze

 თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას.

 „რაც შეეხება იაფ რესურსებს, ჩვენ ნავთობი და გაზი არ გვაქვს, რჩება ერთადერთი, ელექტროენერგია. თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე. არა მხოლოდ ნამახვანის შემთხვევაში, იყო უამრავი სხვა ფაქტი, როდესაც იბლოკებოდა ჰესების მშენებლობა. აქვე შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას. თუ ეს არ მოხდა, მრეწველობასაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება და საერთოდ, ეკონომიკა ვერ განვითარდება. მთლიანად ვიქნებით დამოკიდებული გარე ფაქტორებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს, არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით
Next: დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას, არ არსებობს საწარმო, სადაც სახელმწიფო არ ახდენს სუბსიდირებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.