Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: პრაგმატულია ჩვენი შეხვედრები, რომლებიც ეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას, სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე

მარშალ პრესი 06/03/2026
mariam lashkhi

ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კონგრესმენებთან. ვხედავთ, რომ სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატულია ჩვენი შეხვედრები, რომლებიც ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას. სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

მარიამ ლაშხის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან სრულიად არის შეცვლილი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, ხოლო მათი ინვესტიციები და დაფინანსება წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით მიემართება ქვეყნის ეკონომიკასა და ვაჭრობას.

„დღეს ადმინისტრაცია არის ძალიან პრაგმატული. ეს უშუალოდ გამოიხატება ჩვენი ქვეყნის, რეგიონის როგორც ეკონომიკური მიმართულების და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით განხილვაში და ჩვენ საუბარი გვქონდა, როგორც შუა დერეფნის, საქართველოს როლზე ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კონგრესმენებთან ის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომელიც პირველ რიგში არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ეხება, ასევე ეხება იმ კეთილდღეობას, რომელიც პირდაპირ გამოიხატება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაში, გამოიხატება აშშ-დან ინვესტიციაში და ცვლილება ამერიკის წინა ადმინისტრაციის მხრიდან ინვესტიციები ხდებოდა არა მხოლოდ ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდაში, არამედ მათი რესურსები ხმარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას. დღეს ვხედავთ, რომ ამ ადმინისტრაციაში სრულიად შეცვლილია განწყობები, შეცვლილია დამოკიდებულება და მათი ინვესტიციები, რესურსები მიემართება ეკონომიკას, ვაჭრობას და იმ რეალურ ხელშესახებ შედეგებს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს თვისობრივად გადაახალისებს“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

Post navigation

Previous: პოლიტიკური ჯგუფი “ხალხოს ძალის” წევრები ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდნენ ბოლნისის და დმანისის საკრებულოებში
Next: სუვერენული ერების ალიანსი დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე- ერებმა უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. მნიშვნელოვანი იყო, რომ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.