Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიტიკური ჯგუფი “ხალხოს ძალის” წევრები ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდნენ ბოლნისის და დმანისის საკრებულოებში

მარშალ პრესი 06/03/2026
641684213_956033103513172_5667242593972044697_n

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები აგრძელებენ შეხვედრებს რეგიონების საკრებულოების „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებთან. ამჯერად გაიმართა ქვემო ქართლის შემაჯამებელი შეხვედრა ბოლნისისა და დმანისის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იყო ამ ორი მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობები, არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები.

ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას და „ხალხის ძალის“ ხედვებს გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, ისე პარტიული სტრუქტურის გაძლიერებისთვის. მისი თქმით, „ხალხის ძალა“ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერებისა და ადგილობრივი პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტის მიმართულებით.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
Next: მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: პრაგმატულია ჩვენი შეხვედრები, რომლებიც ეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას, სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.