Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

მარშალ პრესი 06/03/2026
0550

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

მხარეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე.

Post navigation

Previous: ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ იმისათვის, რომ იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.