Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ იმისათვის, რომ იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს

მარშალ პრესი 06/03/2026
nikoloz-samkharadze_w_h

დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით ხუთ კონგრესმენს. ძირითადად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, თუმცა ასევე სხვა კომიტეტის წევრებსაც შევხვდით.- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. სამხარაძის თქმით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ასევე, შუა დერეფნის განვითარების საკითხს.

“ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ზინკესთან და ანა პაულინა ლუნასთან.

ძირითადი თემა ჩვენი საუბრების რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა, თუმცა ჩვენ მიმოვიხილეთ სხვადასხვა სპექტრი საკითხებისა, ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს შევეხეთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპაციის საკითხს. ასევე, კონგრესმენებისგან მივიღეთ ინფორმაცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო საუბრები და დიალოგები გვქონდა. ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ხოლმე ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ, იმისათვის, რომ იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს.”- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ ფაქტორად იქცევა
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.