Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა – ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?

მარშალ პრესი 05/03/2026
nino tsilosani cilosani

რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას ?!- წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის იმ განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ კონფლიქტის დროს. წილოსანს ეჭვი არ ეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია და ასე შემდეგ. „თუ რატომ ვუწოდებთ მათ ქვეყნის მოღალატეებს, თინა ხიდაშელის ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს…

ანუ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა – თურმე ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა ? ეჭვიც არ გვეპარება რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა; რომ ანძის განათება, რომელიც პროტოკოლური პროცესია, ნიშნავს საქართველომ დასავლურ ღირებულებებს უღალატა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას ?!“- წერს წილოსანი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: თენგიზ შარმანაშვილი ხიდაშელის განცხადებაზე: ამ ქალბატონის აზრით დავიწყოთ ანტიირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად?
Next: როგორ შეიძლება შენს მეზობელთან იყოს ომი და შენ გქონდეს მშვიდობა, ეს ტყუილია. მარტო საქართველოში მშვიდობა ვერ იქნება, პირიქით, შეიძლება უფრო ძვირიც დაგვიჯდეს და მეტი პრობლემები შეგვექმნას – ივა ჭყონია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.