Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ხიდაშელის განცხადებაზე: ამ ქალბატონის აზრით დავიწყოთ ანტიირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად?

მარშალ პრესი 05/03/2026
tengiz sharmanashvili

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყურადღებით აკვირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს და აქვს შიში, რომ შესაძლოა საქართველოს საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან, მისი თქმით, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში.

შარმანაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ყველაფერზე წასვლა სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.

„რას გვთავაზობს? დავიწყოთ ამ ქალბატონის აზრით ანტიირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ასე ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად და საკუთარი კეთილდღეობისთვის? მე არ ვიცი ვის რას შეახსენებს ამერიკა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად შეახსენებს ასეთებს თავის საქციელს.“-წერს შარმანაშვილი.

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძე: რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას ამ ოპოზიციისგან, მაგრამ რაც თინა ხიდაშელმა იკადრა – მოდით, დაგვბომბეთ – საქართველოს ბოლომდე გაწირვაა
Next: ნინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა – ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.