Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

მარშალ პრესი 01/03/2026
Capture

კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

კურსის ფარგლებში უმცროსმა ოფიცრებმა შეისწავლეს: ავიაციის საფუძვლები, საჰაერო და თავდაცვის სისტემების საფუძვლები, საავიაციო ოპერაციები, საჰაერო თავდაცვის ოპერაციები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება. სწავლის პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. კურსანტებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობა განეხორციელებინათ უშუალოდ საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის გამოყენებით. კურსის ხანგრძლივობა 20 კვირა იყო.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა გიორგი მუმლაძემ. მათ კურსის მონაწილეებს სწავლის დასრულება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.

Post navigation

Previous: ტრამპის თქმით, თუ ირანი თავს დაესხმება ამერიკას ან ისრაელს, არნახულ ძალას გამოიყენებს
Next: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.