Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ტრამპის თქმით, თუ ირანი თავს დაესხმება ამერიკას ან ისრაელს, არნახულ ძალას გამოიყენებს

მარშალ პრესი 01/03/2026
donald trump

შშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის საპასუხო დარტყმების შემთხვევაში, ვაშინგტონი თეირანს აქამდე „არნახული ძალით“ უპასუხებს.

„ირანმა ახლახან განაცხადა, რომ დღეს ძალიან ძლიერად დაარტყამს, უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ჯობია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ამას იზამენ, ჩვენ მათ აქამდე არნახული ძალით დავარტყამთ“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

მისი ეს განცხადება მოჰყვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გაფრთხილებას, რომ ისინი თავს დაესხმებოდნენ აშშ-ის ბაზებსა და ისრაელს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის გამო შურისძიების მიზნით.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტული ბაზების მიმართულებით სულ რამდენიმე წუთში დაიწყება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.

აშშ-მა და ისრაელმა ირანს გუშინ დაარტყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

Post navigation

Previous: ისრაელის ოფიციალური პირის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი ალი ჰამენეი მოკლულია
Next: კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.