დიდუბის რაიონის გამგებელმა დავით გელოვანმა გამგეობის კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სამუშაოების შესრულების ვადები, ხარისხის კონტროლის მექანიზმები და არსებული გამოწვევები.
გამგებელმა ხაზი გაუსვა სამუშაოების დროულ და სტანდარტების შესაბამის შესრულებას, ასევე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხისკენ მოუწოდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტების მიმდინარეობა მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში გაგრძელდება, რათა თითოეული სამუშაო განხორციელდეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
