Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს – დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ „ძალიან დიდი ხანია, სიტყვის თავისუფლება აქვს“, მაშინ, როცა მხოლოდ ერთ წელიწადში, პოსტების გამო, 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს

მარშალ პრესი 26/02/2026
vaxo topuria

პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს, – წერს „ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე. თოფურია აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტს: „დაფიქრდი სანამ დაპოსტავ” და წერს, რომ შესაძლოა, ეს ყველაზე ტოტალიტარული პოსტი იყოს სოციალურ მედიაში. როგორც ის აღნიშნავს, ბრიტანეთი აცხადებს, რომ „ძალიან დიდი ხანია, რაც სიტყვის თავისუფლება აქვს“, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში, მხოლოდ ერთ წელიწადში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. „პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს.

შესაძლოა, ეს ყველაზე ტოტალიტარული პოსტი იყოს სოციალურ მედიაში, რაც კი ოდესმე გამოქვეყნებულა ერთი შეხედვით „თავისუფალი“ ქვეყნის მთავრობის მიერ. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აქვს სიტყვის თავისუფლება“, მაშინ, როცა მხოლოდ ერთ წელიწადში ტვიტების გამო 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.” – წერს თოფურია X-ზე.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
Next: მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო… – გოგა ხაინდრავას ღია წერილი ბრიტანეთის ელჩს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.