Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რადგან ევროპულია, უსამართლობა უნდა მივიღოთ?! ჩვენ ევროპაში თავაწეული და ღირსეული უნდა შევიდეთ

მარშალ პრესი 30/06/2022
ხუნდაძე

კანდიდატის სტატუსზე განაცხადი 2024 წელს უნდა გაგვეკეთებინა განაცხადი, ამისთვის ვემზადებოდით, „ქართულმა ოცნებამ“ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. უფრო მეტია შესრულებული, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას შემთხვევაში. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ ვალდებულებას 70%-მდე გავაკეთებდით და 2024 წელს უფრო მეტად მომზადებულები შევიდოდით. თუმცა, ახლა უფრო მეტად მზად ვართ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, რომელმაც სტატუსი უკვე მიიღო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„თავიან ეს დაჩქარებული შემოთავაზება იყო იმიტომ, რომ იყო შემოთავაზება უარისთვის. პირველი რეზოლუცია აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. იქ იყო ისეთი ჩანაწერები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო ქვეყნისთვის. მე მაშინაც გავაკეთე განცხადება, რომ თუ ჩვენ უსამართლო წესებს შემოგვთავაზებენ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ და დაიწყო თავდასხმა ჩემზე. მე დავსვამ კითხვას – რადგან ევროპულია უსამართლობა უნდა მივიღოთ?! ჩვენ ევროპაში შევიდეთ თავაწეული, ღირსეული და სამართლიანად. საქართველო უარისთვის თავიდანვე განწირული იყო, რადგან ქუჩის ფორმირება უკვე ნელ-ნელა ხდებოდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება – ეს საჭიროა, რადგან ვერავინ გაბედოს, ვერც მოძალადე ადამიანების პროპაგანდა და ვერც გინებისა და შეურაცხყოფის ნორმად ქცევა.
Next: დიმიტრი ხუნდაძე: ღმერთმა დაიფაროს საქართველო საბჭოთა ბნელეთში უკან დაბრუნებისგან, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც ევროპელები ევროპულად არ იქცევიან, ეს არც ევროპისთვისაა სასარგებლო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.