Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება – ეს საჭიროა, რადგან ვერავინ გაბედოს, ვერც მოძალადე ადამიანების პროპაგანდა და ვერც გინებისა და შეურაცხყოფის ნორმად ქცევა.

მარშალ პრესი 30/06/2022
რატი იონათამიშვილი

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ანრი ოხანაშვილის მიმართ ვატო წერეთლის მიერ განხორციელებულ პროვოკაციას ეხმაურება:

❗️ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ანრისთან და მის ოჯახთან ინციდენტის მერე, “ტვ პირველმა” იკადრა უკადრებელი და მოძალადე დასვა ეთერში, ამით, სინამდვილეში, ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი და ბინძური თამაშის წესები გაიხადა “სტანდარტად”.
სხვათაშორის, იმ მოძალადემ აღიარა დანაშაული და ბოდიშიც მოიხადა, “ტვ პირველს” კი არც შეუმჩნევია ძალადობის და სიცრუის ტირაჟირების ეს მანკიერი ფაქტი.
ახლა, ამ ტელევიზიის მენეჯერი ისევ ანრისთან აწყობს აშკარად წინასწარ გამიზნულ და ამორალურ პროვოკაციას იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს იმ უზნეობის გამო.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ მსგავსი უღირსი ქმედებებით რაიმეს მიღწევა შეიძლება, ძალიან მწარედ ცდება და ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება. ეს საჭიროა, რადგან ვერავინ გაბედოს, ვერც მოძალადე ადამიანების პროპაგანდა და ვერც გინებისა და შეურაცხყოფის ნორმად ქცევა.

Post navigation

Previous: ჭუტლექსას ყოველთვის მამიკოს გაბლატავებულ @@@დ ვთვლიდი და უყურე შენ… უსწავლია სიბინძურეები – შალვა რამიშვილი
Next: დიმიტრი ხუნდაძე: რადგან ევროპულია, უსამართლობა უნდა მივიღოთ?! ჩვენ ევროპაში თავაწეული და ღირსეული უნდა შევიდეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.