Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამაშის წესები გაწერილია, ქსელები აკეთებენ მონიტორინგს და თუ აღმოაჩინეს, რომ დავუშვათ, სხვა ქსელს მივეცი განსხვავებულ ფასად პროდუქცია, უჩნდებათ კითხვები, შესაბამისად, შეიძლება გაფუჭდეს ურთიერთობა

მარშალ პრესი 25/02/2026
dimitri meskhishvili

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით მიმდინარეობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, შპს “ბიდი კომპანის” წარმომადგენელს, დიმიტრი მესხიშვილს, კითხვით მიმართა, ადასტურებს თუ არა ის, რომ ქსელების მხრიდან სადისტრიბუციო კომპანიებს აკრძალული აქვთ ე.წ. ტრადიციულ მაღაზიებთან განსხვავებულ ფასებში სავაჭრო ურთიერთობები.

მესხიშვილის განმარტებით, აკრძალული არაფერი აქვთ, თუმცა, არსებობს თამაშის წესები, რომლებსაც იცავენ ქსელებთან უერთიერთობის გაფუჭებისგან თავის არიდების მიზნით, შესაბამისად, დაწესებულია ერთი საბაზო ფასი.

„აკრძალული არაფერი არ გვაქვს, არის უბრალოდ რაღაც თამაშის წესები გაწერილი, ქსელები აკეთებენ როგორც ტრადიციული მაღაზიების, ასევე თავიანთი კონკურენტი ქსელების მონიტორინგს და თუ აღმოაჩინეს დარღვევა, რომ დავუშვათ, მე რომელიღაც სხვა ქსელს ან სხვა მაღაზიას მივეცი განსხვავებულ ფასად პროდუქცია, უჩნდებათ კითხვები, შესაბამისად, შეიძლება გაფუჭდეს უერთიერთობა ამ ქსელთან. ამიტომ, ჩვენ ვიცავთ ამ თამაშის წესებს და გვაქვს ერთი საბაზო ფასი“, – განაცხადა დიმიტრი მესხიშვილმა.

Post navigation

Previous: შოთა ბერეკაშვილი: ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა
Next: აქაა პრობლემის სათავე – კონკურენცია უნდა შექმნას იმ სააგენტომ თუ უწყებამ, რომელიც უკვე არსებობს, მაგრამ უნდა იყოს უფრო ეფექტური. კონკურენციის სააგენტომ უნდა აწარმოოს ეფექტური საქმიანობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.