Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი: ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა

მარშალ პრესი 25/02/2026
shota berekashvili

არის პროდუქტები სადისტრიბუციო სფეროში, რომლებიც ხასიათდება მაღალი ელასტიურობით, მნიშვნელოვანი შემცირება კლებისკენ იწვევს რაოდენობის მნიშვნელოვან გაზრდას. ამიტომ ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებს და გააუმჯობესებს ბიზნეს ეფექტურობას, – განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიზანია მოხდეს შესაბამისი ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავება, რათა ბაზარზე იყოს ჯანსაღი კონკურენცია. „აქვე მნიშვნელოვანია ბიზნეს კონკურენცია იყოს ჯანსაღი, რადგან ჯანსაღი ბიზნეს კონკურენცია გამოიწვევს ამას. თუ კონკურენცია არ გვექნება და ჩაკეტილი სისტემა იქნება ამ შემთხვევაში, უფრო ცდუნება იქნება მონოპოლისტური აზროვნების, მაგრამ ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევიმუშაოთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია გვქონდეს და ბიზნესებმა იმოქმედონ ჯანსაღად, სწორედ ეს არის გამოწვევა და კომისიის მიზანი. მე მჯერა, რომ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოს სწორად შევიმუშავებთ და კონკურენციას გავაჯანსაღებთ ეს გამოიწვევს ზუსტად იმ ეფექტს, რაც მე ვთქვი და არა პირიქით, რომ ერთეულებმა ისარგებლონ,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაღუპული ქართველი მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგო
Next: თამაშის წესები გაწერილია, ქსელები აკეთებენ მონიტორინგს და თუ აღმოაჩინეს, რომ დავუშვათ, სხვა ქსელს მივეცი განსხვავებულ ფასად პროდუქცია, უჩნდებათ კითხვები, შესაბამისად, შეიძლება გაფუჭდეს ურთიერთობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.