Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით – შოთა ბერეკაშვილი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელს

მარშალ პრესი 25/02/2026
shota berekashvili

დისტრიბუციის ნაწილში, თითქმის ყველგან, რასაც ვხედავ, არის გადახდის გაუარესება. ბოლო სამი წლის მონაცემებით, მე რაც ვნახე, თქვენივე აუდიტის ანგარიშებიდან, თუ იყო დაწყებული 60 დღიდან, შემდეგ გადავიდა 75 დღეზე, 90 დღეზე და ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, სადისტრიბუციო კომპანია “ბიდი კომპანის” წარმომადგენელს, დიმიტრი მესხიშვილს, განუცხადა.

როგორც ბერეკაშვილმა განმარტა, გადახდის პირობების გაუარესება ნიშნავს ქსელისთვის ახალი, თავისუფალი სახსრების გაჩენას, რომლის საშუალებითაც, მას აქვს ექსპანსიის, ახალი მაღაზიის გახსნის და სხვა აქტივობების განხორციელების შესაძლებლობა. “ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. როდესაც ქსელს ბრუნვა აქვს თვეში 100 მილიონი და გადახდის ვადას გადასწევს ერთი დღით, ეს იმას ნიშნავს, რომ 3 მილიონი ლარის თავისუფალ საბრუნავ კაპიტალს ათავისუფლებს და თუ გადასწევს 10 დღით, ეს არის 30 მილიონი. გადახდის პირობების გაუარესება ნიშნავს ქსელისთვის ახალი, თავისუფალი სახსრების გაჩენას, რომლის საშუალებითაც, ისინი ალბათ ახორციელებენ ექსპანსიას, ახალი მაღაზიის გახსნას და ა.შ., მოვა დრო და ამაზეც ვისაუბრებთ” – აღნიშნა ბერეკაშვილმა. კომისიის თავმჯდომარის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა იმას, რომ გადახდის პირობები ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა, მესხიშვილმა განაცხადა: “რა თქმა უნდა. აბსოლუტურად გეთანხმებით, გადახდის პირობები წლიდან წლამდე უარესდებოდა.”

Post navigation

Previous: სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, გაყიდულ პროდუქციაზე “ქეშბექი” დავუბრუნოთ “რითეილს”, ეს, კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაღუპული ქართველი მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.