Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, გაყიდულ პროდუქციაზე “ქეშბექი” დავუბრუნოთ “რითეილს”, ეს, კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს

მარშალ პრესი 25/02/2026
levan papiashvili

“პირველი ამომავალი საკითხი, ვფიქრობ, რომ არის “ქეშბექის” თემა. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე “ქეშბექი” დავუბრუნოთ “რითეილს”. ეს “ქეშბექი” კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე”, – განაცხადა სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია “დაფნას” წარმომადგენელმა, ლევან პაპიაშვილმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

ლევან პაპიაშვილის განცხადებით, დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ მარჟას დაამატოს ქსელურ მაღაზიასთან “ქეშბექზე” დასაბრუნებელი თანხა, რათა შეძლონ მუშაობის გაგრძელება.

“თავისთავად დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ თავის გარკვეულ მცირე მარჟას დაამატოს “ქეშბექზე” დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება. პროდუქტის მიწოდებისას ქსელური მაღაზიების უმრავლესობას აქვს ეს პირობა ჩადებული, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ჩვენ ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას. უნდა იყოს 60-70% და მეტი”, – განაცხადა ლევან პაპიაშვილმა.

სხდომის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომპანიის წარმომადგენელს სთხოვა განემარტა, მაგალითად 10 ლარიანი პროდუქტის შემთხვევაში როგორ მუშაობს “ქეშბექი”?, რაზეც წარმომადგენელმა უპასუხა, რომ 10 ლარში კომპანიის მოგებაც უკვე გათვალისწინებულია.

“ამ 10 ლარში გათვალისწინებულია კომპანიის მოგებაც. მიწოდების პირობისას ხელშეკრულებაში მიდევს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან 50% “ქეშბექი” უნდა დავუბრუნო. კომპანია იძულებულია, რომ ეს 50%, რაც უნდა დაუბრუნოს, თავისთავად დაამატოს ამ ღირებულებას, 10 ლარს”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

Post navigation

Previous: ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სიმბოლური გარბენი ჩაატარეს
Next: ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით – შოთა ბერეკაშვილი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.