Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიღაც, ქართული სახელით და გვარით, რომელსაც დაფინანსება აქვს გარედან, გამოდის და ლაშა ტალახაძეს აძაგებს და შეურაცხყოფას აყენებს – ჩვენ უნდა გავითავისოთ, საიდან მოდის, ვისგან არის ეს ინსპირირებული და ვისი მეშვეობით ხდება, ამგვარი ქმედებების დაგეგმვა

მარშალ პრესი 25/02/2026
mikheil kavelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა,  გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ლაშა ტალახაძის და სხვა ქართველი სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა  და არასამთავრობო სექტორის მიერ მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

„უდიდეს სპორტსმენი და პიროვნება,  ლაშა ტალახაძე, რომელიც მსოფლიო მოვლენა  იყო, ქართველი სპორტსმენი, რომელმაც არ დათმო თავისი ტიტული, რაც კი ასპარეზობის  დაწყებიდან დასრულებამდე  მუდმივად უმაღლეს წერტილზე იყო და რის ხარჯზე უწევდა ეს ყველაფერი, მე ხომ ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო წლებში მით უმეტეს და როცა მთელი საქართველო ხელის გულზე ვატარებთ,   ვიღაცა, ქართული გვარით და სახელით, რომელსაც დაფინანსება აქვს გარედან, თავს უფლებას აძლევს, გამოდის და ამ ადამიანს აძაგებს, შეურაცხყოფას აყენებს.  ჩვენ რა გვგონია,  რომ ლაშა ტალახაძეს აყენებს შეურაცხყოფას?!  ამაზე მაქვს საუბარი,  რომ    ჩვენ უნდა გავითავისოთ, საიდან მოდის, ვისგან არის ეს ინსპირირებული და ვისი მეშვეობით ხდება, ამდაგვარი ქმედებების დაგეგმვა.

 „გამჭვირვალობის კანონი“ როდესაც იყო,   არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნილი  საიტები, ტელეფონები და ზარები და ა.შ აკლებული ჰყავდათ არ აძინებდნენ ჩვენს სპორტსმენებს, რომ ერთი სიტყვა ეთქვათ, რომ „მე მინდა ევროპაში“, რომ მერე ამით ესარგებლათ.  გახსოვთ ბუდუ ზივზივაძეზე რა დღეში იყვნენ, გახსოვთ თორნიკე შენგელიაზე? ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი, რომ ამბობდა – დაგმეთო შენგელიაო და გააგდეთ საქართველოს ნაკრებიდანო.  პრეზიდენტი  ამას იძახდა საკუთარი ქვეყნის სპორტსმენზე”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირება, არის სასოწარკვეთილი მცდელობა, როგორმე აიძულონ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ხელი მოაწერონ საქართველოს დაღუპვის გადაწყვეტილებას
Next: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.