Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირება, არის სასოწარკვეთილი მცდელობა, როგორმე აიძულონ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ხელი მოაწერონ საქართველოს დაღუპვის გადაწყვეტილებას

მარშალ პრესი 25/02/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირებას. დეპუტატმა აღნიშნულ ნაბიჯს ღიმილისმომგვრელი უწოდა და აღნიშნა, რომ ორ არხს არასდროს არ გაუვრცელებია დეზინფორმაცია უკრაინის შესახებ:

„ღიმილისმომგვრელია ბრიტანეთის ეს სანქციები იმ მიზეზით, თითქოს აღნიშნული ორი არხი ხელს უწყობს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. პირველი, ესაა დიდი ტყუილი – არც ერთი დეზინფორმაცია არაა ამ არხებზე გასული“ – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირების ფონზე, ბრიტანეთი დუმს სხვა არხების დეზინფორმაციულ კამპანიებზე როგორც უკრაინის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ.

„დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირება, არის სასოწარკვეთილი მცდელობა, როგორმე აიძულონ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ხელი მოაწერონ საქართველოს დაღუპვის გადაწყვეტილებას. ღიმილისმომგვრელია ბრიტანეთის ეს სანქციები იმ მიზეზით, თითქოს აღნიშნული ორი არხი ხელს უწყობს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. პირველი, ესაა დიდი ტყუილი – არც ერთი დეზინფორმაცია არაა ამ არხებზე გასული. ხოლო ის მედიები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ არა მარტო უკრაინის, არამედ ნებისმიერი საკითხის შესახებ, საქართველოში ფუნქციონირებას განაგრძობენ. რატომღაც, ბრიტანეთი ამგვარი არხებისთვის ვერ იცლის“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: 2007-შიც ვისაც გიხაროდათ და დღესაც, იმათ ორ-ორჯერ მოგი@@ანთ უსამშობლობაში გამზრდელი დედები და ზოგადად, ყველა იმ “ქართველის” დედა მოვ@@ან, ქართველს რომ უცხოელის ტ@@კით აწვება და უხარია!
Next: ვიღაც, ქართული სახელით და გვარით, რომელსაც დაფინანსება აქვს გარედან, გამოდის და ლაშა ტალახაძეს აძაგებს და შეურაცხყოფას აყენებს – ჩვენ უნდა გავითავისოთ, საიდან მოდის, ვისგან არის ეს ინსპირირებული და ვისი მეშვეობით ხდება, ამგვარი ქმედებების დაგეგმვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.