Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები და მათთვის არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი – კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 25/02/2026
irakli kobakhidze

გახსოვთ, 4 წლის განმავლობაში, მართალია კულუარებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოუწოდებდნენ საქართველოს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.

„რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს ჩვენ სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.

მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ა.შ. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად
Next: ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი – ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.