Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად

მარშალ პრესი 25/02/2026
irakli kobakhidze

რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ევროკავშირმა იმპორტის ხარჯზე მილიარდებით დააფინანსა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში.

„ასეთ დროს, ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ამ მიზეზით არ დაწესდა სანქციები, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ღიად ვერ ბედავდნენ ვერასდროს ასეთი მოწოდებების გაკეთებას, თუმცა ახლა რატომღაც გადაწყვიტეს ასეთი განცხადებების გაკეთება. რასაც მანამდე მალავდნენ, ახლა უკვე ღიად ამბობენ იგივეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე – არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად
Next: ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები და მათთვის არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი – კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.