Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ორგანიზაცია „პატრიოტთა გაერთიანების“ (Patriots Network ) საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

მარშალ პრესი 24/02/2026
635006598_2108806836373257_2216736250302449385_n

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მიწვეული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „პატრიოტთა გაერთიანების“ კონფერენციაზე, რომლის თემა „ევროპული ცივილიზაცია“ იყო. საკუთარ გამოსვლაში სეფაშვილმა საქართველოს ისტორიულ მისიაზე ისაუბრა. მან მიმოიხილა ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური გარემო და ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის მნიშვნელოვან როლს.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ არსებულ გამოწვევებსა და გარე პოლიტიკურ ზეწოლებზე. სეფაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვაა. დეპუტატმა პარლამენტის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული შიდა და გარე წნეხის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეძლეს კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში ფუნქციონირების გაგრძელება. გამოსვლაში შეეხო „ხალხის ძალის“ პოზიციებს სუვერენიტეტზე, ტრადიციებსა და ეროვნულ ინტერესებზე. სეფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს განვითარების გზას, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და დემოკრატიულ პასუხისმგებლობას.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა
Next: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.