Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა

მარშალ პრესი 24/02/2026
Capture

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივა განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერებასა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის  მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის აქტუალობა და საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით. მისივე თქმით, თურქმენეთის სამშვიდობო პოლიტიკა რეგიონში იმ პოლიტიკის იდენტურია, რომელსაც საქართველო სამხრეთ კავკასიაში ატარებს.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

Post navigation

Previous: შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე
Next: ეკა სეფაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ორგანიზაცია „პატრიოტთა გაერთიანების“ (Patriots Network ) საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.