Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ვხედავთ, რომ თანამედროვე სამყაროში არის ბრძოლა იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებზე გავლენები მოიპოვონ

მარშალ პრესი 21/02/2026
shalva papuashvili

უცხოურ გავლენებსა და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, სჭირდება გამჭვირვალობა და რეგულაცია, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„დღეს ვხედავთ, რომ თანამედროვე სამყაროში არის ბრძოლა იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებზე გავლენები მოიპოვონ და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინფორმაციების გაცვლის სისწრაფე იძლევა ბევრ შესაძლებლობას, რომ ის, რაც ადრე შორი იყო, დღეს უფრო შესაძლებელია. რუსთაველის გამზირზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ მიტინგზე დადგნენ, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო ლოგისტიკურადაც კი, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ სითავხედეს. ფაქტია, რომ ეს უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე დღეს ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს.

ჩვენ ამის პირველი განგაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ გვქონდა, როდესაც პირველად დავინახეთ, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი დონორი შეთანხმებულად მოქმედებდნენ არჩევნების შედეგების გასაყალბებლად, ვგულისხმობ ISFED-ს და USAID-ს, რომლებმაც, დადასტურებულად ვიცით, რომ ორივე გვიმალავდა სიმართლეს და ყალბ, პარალელური დათვლის შედეგებს ახვევდა თავს საზოგადოებას.

ჩვენ შანსი მივეცით არასამთავრობოებსაც და დონორებსაც, რომ გამჭირვალობაზე თავად ეზრუნათ, რაც არ გააკეთეს და შემდეგ არასაკანონმდებლო რეგულაცია გახდა საჭირო, თუმცა ყველაფერს ფარდა ახადა აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ინაგურაციის დღესვე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ეხებოდა ამერიკული უცხოური დახმარების შეკვეცას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: პოლიტიზირება უხერხულია, ღირებულებების აღრევაა – თაკო ჩარკვიანი ელისო კილაძის დაკავებაზე
Next: ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი. საქართველოს ამ მოშლილ მსოფლიოში თავის დასაცავად გააჩნია კანონმდებლობა – ევროპაში ამას ეძახიან დემოკრატიის ევროპულ ფარს. ჩვენ შეგვიძლია, დავარქვათ დემოკრატიის ქართული ფარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.