Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია კატარის ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 20/02/2026
631241836_2812475572419162_1438217167061620631_n

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა.

პაატა სალიამ კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.  შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კატარის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას სისხლის სამართლის სფეროში და მის მნიშვნელობას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებებით. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტებზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა განიხილა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის როლი სახელმწიფო სერვისების, მართლმსაჯულებისა და ქონებრივი უფლებების სფეროში და მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ამ მიმართულებით. შეხვედრის ბოლოს პაატა სალიამ კატარის ელჩი მიმდინარე წელს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 23-25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.

Post navigation

Previous: გახარიას პრემიერობის დროს სოციალურად დაუცველის სიაში აღმოჩნდა ოჯახი, რომელსაც ბიზნესი, 4 მანქანა და 2 აგარაკი აქვს
Next: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.