ძალიან დროული ამბავია და გეტყვით რატომ – სახელს და გვარს არ დავასახელებ, მყავს მეზობელი, რომელმაც გახარიას პრემიერობის დროს როგორღაც მოახერხა და სოციალურად დაუცველების სიაში აღმოჩნდა – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. ფოჩხუას შეფასებით, სოციალური შემწეობა უნდა მიიღოს მხოლოდ იმ ოჯახმა, რომელსაც ეს ნამდვილად ეკუთვნის – წერტილი.
“ძალიან დროული ამბავია და გეტყვით რატომ – სახელს და გვარს არ დავასახელებ, მყავს მეზობელი, რომელმაც გახარიას პრემიერობის დროს როგორღაც მოახერხა და სოციალურად დაუცველების სიაში აღმოჩნდა. არ ვიცი რაში დასჭირდა, ალბათ ამასაც გავარკვევთ მალე, მაგრამ მთელი ოჯახი დასაქმებულია, მამამისს ბიზნესი აქვს, ოჯახს ჰყავს 4 მანქანა და აქვს 2 აგარაკი. დარწმუნებული ვარ, ბევრია კიდევ მსგავსი შემთხვევა. სოციალური შემწეობა უნდა მიიღოს მხოლოდ იმ ოჯახმა, რომელსაც ეს ნამდვილად ეკუთვნის – წერტილი!” – წერს ფოჩხუა.
