Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2026 წლის ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე რეგისტრაცია დაიწყო

მარშალ პრესი 20/02/2026
received_1596954381552053

2026 წლის ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე რეგისტრაცია დაიწყო!

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ორგანიზებით იმართება ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირის სამართლის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და საპროცესო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ევროკავშირის სამართალში. გუნდების მიერ წერილობითი პოზიციების წარმოდგენის შემდეგ შეირჩევა რვა საუკეთესო გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს იმიტირებული პროცესის ზეპირ ეტაპზე. ზეპირი ეტაპი გაიმართება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

იმიტირებული პროცესის ზეპირი ეტაპის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2026 წლის 28 თებერვლისა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://tcj.gov.ge/news/evrokavshiris-samarTlis-imitirebuli-sasamarTlo-procesi-2026

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმებაზე: მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და შევეცდებით, არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე
Next: გიორგი ღურჯუმელიძე – პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიან გეგმებზე, რაც მათ სტაბილურ და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.