Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმებაზე: მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და შევეცდებით, არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე

მარშალ პრესი 20/02/2026
mixeil sarjveladze

გადაწყვეტილების მიღება ამ ბაზიდან ამოღების შესახებ ან ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აპრიორი და ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ, შესაძლოა, წავაწყდეთ შემთხვევებს, როდესაც სიყალბეს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ამიტომაც გავაკეთე აქცენტი დასაწყისშივე, რომ ეს იქნება მკაცრად დამონიტორინგებული პროცესი – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი ოჯახების გადამოწმების მიმდინარეობისას იქნება როგორც მკაცრი მიდგომები, ისე პროცესის მიმართ მკაცრი იქნება ყურადღება, შესაბამისად, სამართალდარღვევის გამოვლენას, სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და ბუნებრივია, შევეცდებით, რომ არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. წინასწარ იმის თქმა, რამდენი იქნება, ან იქნება თუ არა სამართალდარღვევა, მე არ შემიძლია, თუმცა, თუ იქნება, რეაგირებაც იქნება შესაბამისი. ნებისმიერ არასწორ გადაწყვეტილებას აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, სამართლებრივ გადაცდომას – სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკურს – პოლიტიკური. ჩვენთვის მთავარია, სწორად წარიმართოს პროცესი, სწორ კალაპოტში იქნეს ჩაყენებული და გზად თუ გამოჩნდა ისეთი რამ, რაც იმსახურებს სამართალდამცავთა ან საზოგადოების მხრიდან ყურადღებას, ბუნებრივია, არც ერთი ასეთი ფაქტი არ დარჩება საზოგადოების თვალსაწიერის მიღმა,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე: მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით
Next: 2026 წლის ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე რეგისტრაცია დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.