Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ენჯეო არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი

მარშალ პრესი 20/02/2026
irakli kobakhidze
ენჯეო არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი, აქედან გამომდინარე, ენჯეოებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მაიკ ბენცის  განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები.
„ძალიან აინტერესო პროცესებია დაწყებული. ენჯეო, ზოგადად, არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, ენჯეოებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია და მნიშვნელოვანია ამის უზრუნველყოფა ევროკავშირის მასშტაბითაც. ამისათვის შეიქმნა ენჯეო, როგორც ფენომენი და მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სათანადო დარეგულირება. ქვეყნის შიგნით არ უნდა შემოდიოდეს ქვეყნის გარედან ფინანსები პოლიტიკის დასაფინანსებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავის დროზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ენჯეოების დაფინანსების თაობაზე. აქ სწორი მინიშნებაა, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები, ევროკავშირში. ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია სეთი კანონმდებლობის არსებობა. არავინ არ უნდა ჩაერიოს სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში. “, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად, იყო უამრავი სპეკულაცია, შემდეგ ჩამოდიოდა სხვადასხვა მონიტორინგის მისია ჩვენს ქვეყანაში და ყველამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური, ეს ეხება ყულევსაც
Next: პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.