Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად, იყო უამრავი სპეკულაცია, შემდეგ ჩამოდიოდა სხვადასხვა მონიტორინგის მისია ჩვენს ქვეყანაში და ყველამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური, ეს ეხება ყულევსაც

მარშალ პრესი 20/02/2026
irakli kobakhidze
სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად. იყო უამრავი სპეკულაცია, შემდეგ ჩამოდიოდა სხვადასხვა მონიტორინგის მისია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკული, ევროპული, ბრიტანული მისია და ყველამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ეხება ყულევსაც.
„რეალურად, აქ ყველაფერი არის ნათელი. ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია გავუზიარეთ ევროპულ სტრუქტურებს, რაც ადასტურებს იმას, რომ არავითარი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად. იყო უამრავი სპეკულაცია, შემდეგ ჩამოდიოდა სხვადასხვა მონიტორინგის მისია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკული, ევროპული, ბრიტანული მისია და ყველამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური.  ეს ეხება ყულევსაც. ამასთან დაკავშირებით, ევროპულ სტრუქტურებს ჩვენ გადავუგზავნეთ სრული ინფორმაცია.
ასეთ ფონზე, როდესაც გამოდის ადამიანი, ყოფილი პრეზიდენტი, გასაგებია, რაც არის და ვინც არის, მაგრამ ფორმალურად მაინც ასეთი სტატუსის მატარებელია – ყოფილი პრეზიდენტი და როდესაც ითხოვს ისეთ რამეს, რაც ბუნებრივია, საზიანოა ქვეყნისთვის, ეს მეტყველებს ამ ადამიანის სულისკვეთებაზე. ასეთი სულისკვეთებით უმძიმესი ზიანი მიაყენა მან ჩვენს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყო ხელისუფლებაში, შემდეგ წლების განმავლობაში, როცა იყო ოპოზიციაში და კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ სახეს. ეს არის და ეს“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას
Next: ენჯეო არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.