Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უმუშევრობის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი არის 3,3 პროცენტი, კვარტალურ ჭრილში ეს რეკორდული მინიმუმია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც აბსოლუტურად რეალურია

მარშალ პრესი 20/02/2026
irakli kobakhidze09

მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი უმუშევრობის არის 3,3 პროცენტი, კვარტალურ ჭრილში ეს არის რეკორდული მინიმუმი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლევანდელ წელსაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს ქვეყანაში.

„ზოგადად ოპტიმალური მაჩვენებელი არის 3-დან 5%-მდე და ვფიქრობთ, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა არის შესაძლებელი რამდენიმე წელიწადში. ამისათვის საჭიროა ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამას ემსახურება კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივები, საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც არის აბსოლუტურად რეალური. სამ წელიწადშიც კი შეიძლება ასეთი შედეგის მიღწევა. ექსპორტის გაზრდა არის ასევე მნიშვნელოვანი. ჩვენი პროდუქციის წახალისება, ქვეყნის გარეთ გატანის წახალისება და იმპორტ-ექსპორტის ბალანსის გაუმჯობესება, აქაც მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: პირდაპირ აანონსებენ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, რომ გეგმავენ, მოიძიონ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმები და ირიბი გზებით დააფინანსონ პოლიტიკური აქტივობები საქართველოში, ამას უპირისპირდება ის კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც იღებს პარლამენტი, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს
Next: დავით ქართველიშვილი: როდესაც მსოფლიო სპორტი, ტურიზმი და საერთაშორისო ინვესტიციები ერთ სივრცეში იკვეთება, ეს ნიშნავს ერთს – ტურბულენტურ სამყაროში საქართველო ინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას და ამყარებს უსაფრთხო და პერსპექტიული პარტნიორის სტატუსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.