Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირდაპირ აანონსებენ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, რომ გეგმავენ, მოიძიონ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმები და ირიბი გზებით დააფინანსონ პოლიტიკური აქტივობები საქართველოში, ამას უპირისპირდება ის კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც იღებს პარლამენტი, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს

მარშალ პრესი 20/02/2026
irakli kobakhidze2

პირდაპირ აანონსებენ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, რომ ისინი გეგმავენ, მოიძიონ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმები და ირიბი გზებით დააფინანსონ პოლიტიკური აქტივობები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას უპირისპირდება ის კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
რაც შეეხება კონსტიტუციური სისტემის არაღიარებას, ესეც არის დაკავშირებული პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, კონსტიტუციის დაცვის ინტერესთან. არის 5 სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე ჩვენი ხელისუფლების იურისდიქციას და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, ესენიც არიან თან გარედან წაქეზებული და გარედან კოორდინირებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე, არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. რა თქმა უნდა, ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი გეგმავს შესაბამისი კანონის მიღებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს
Next: უმუშევრობის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი არის 3,3 პროცენტი, კვარტალურ ჭრილში ეს რეკორდული მინიმუმია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც აბსოლუტურად რეალურია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.