Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი: კომპანიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით საოპერაციო ხარჯს – საუბარია მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, „ქეშბექზე“, თაროს გადასახადზე და ა.შ.

მარშალ პრესი 19/02/2026
shota berekashvili

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ადგილობრივ მწარმოებლებთან გამართული წინა შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მათთან საუბრისას გამოიკვეთა რიგი პრობლემებისა, რომლებიც ფასწარმოქმნის ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მწარმოებლის დონეზე აძვირებს ერთეულის ღირებულებას.

ბერეკაშვილის განცხადებით, ადგილობრივი კომპანიების დიდი ნაწილის წარმოება დიდწილად დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, რომლის ფასის ზრდა აისახება ერთეულის ფასზეც.
მან ასევე გამოყო მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, დისტრიბუტორებთან და ქსელურ მაღაზიებთან კომპანიების დიდ საოპერაციო ხარჯებს გულისხმობს.

„კომპანიების დიდმა ნაწილმა გამოთქვა პოზიცია, რომ წარმოების ციკლში, მათი წარმოება დიდწილად დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, რაც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციის რისკებს ქმნის, ანუ, თუკი იმპორტული ნედლეული გაძვირდა, ეს აისახება ერთეულის ფასზე.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი დავინახეთ, საოპერაციო ხარჯების ნაწილში. განსაკუთრებით დიდი საოპერაციო ხარჯები აქვთ კომპანიებს რეალიზაციის და მარკეტინგის მიმართულებით, ამ შემთხვევაში, დისტრიბუტორებთან და ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით მაღალი აქვთ ხარჯები. თითოეულმა მათგანმა თქვა, რომ მარკეტინგის და რეალიზაციის ხარჯში, ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით საოპერაციო ხარჯს – საუბარი იყო მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, „ქეშბექზე“, თაროს გადასახადზე და ა.შ.“ – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

Post navigation

Previous: თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვეს
Next: ფასწარმოქმნის ჯაჭვში, მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და საცალო ქსელის ოპერატორს შორის, ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა – რგოლის ზედა მხარე განსაზღვრავს კომერციულ პირობებს, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.