Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვეს

მარშალ პრესი 19/02/2026
5005

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა 2025 წლის მე-4 კვარტლის თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს: უფროს ლეიტენანტებს – არჩილ პაქსაძესა და ლერი უშხვანს, სერჟანტებს – ნიკოლოზ ბარბაქაძესა და ბექა ჩალიგავას, ასევე კაპრალ გურამ დანელიას კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ფასდება. პროექტის მიზანია, სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.

Post navigation

Previous: მტკიცედ ვუჭერ მხარს ყულევის პორტის დასანქცირებას – სააკაშვილი
Next: შოთა ბერეკაშვილი: კომპანიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით საოპერაციო ხარჯს – საუბარია მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, „ქეშბექზე“, თაროს გადასახადზე და ა.შ.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.