„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც სეფაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქართულ პოლიტიკაში არ მოხვდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ, შესაძლოა, ამ პოლიტიკის განმსაზღვრელი გახდეს.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ კრიტიკა, რომელიც ცვლილებებს ახლავს, სწორედ კანონის გვერდის ავლას ისახავს მიზნად.
„გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში არ მოხდეს უცხოური ფული, რომელიც გავლენას მოახდენს მის ფორმირებაზე. ეს არის მთელი ამ კანონის დედაარსი. ხოლო, ის სხვადასხვა ინტერპრეტაცია, რომელიც მოწინააღმდეგეების მხრიდან მოყვა ამ ცვლილებას, არის მხოლოდ მცდელობა იპოვონ შავი ხვრელები ამ კანონში, მოახერხონ უკანონო უცხოური ფულის შეშვება ქართულ პოლიტიკაში და უცხოეთიდან მისი ამგვარად დაფინანსება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
