Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია – გურამ მაჭარაშვილი

მარშალ პრესი 17/02/2026
guram macharashvili

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, „ხალხის ძალის“ პოზიციაც ეს არის,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა პოლიტიკური დებატების მორიგი რაუნდის შეჯამებისას, როცა დებატების უალტერნატივობაზე ისაუბრა. როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა ქვეყანაში არსებული მშვიდობა. მისი თქმით, იმ გზის მართებულობა, რომელიც საქართველომ აირჩია, წლებმა დაადასტურეს და პრაგმატული პოლიტიკის მიზანშეწონილობას აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციაც ეთანხმება. „დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩვენ 2022 წლიდან დავიწყეთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. 4 წლისთავზე კი მოვედით აქამდე – გვაქვს მშვიდობა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ფილიალები რუსულს უწოდებენ. უკრაინაში გვაქვს თურმე ევროპული ომი და საქართველოში რუსული მშვიდობა. ეს შედეგი რომ არ დამდგარიყო, ჩვენ დებატებში კი არ ვიქნებოდით, სახელმწიფოც არ გვექნებოდა. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას, „ხალხის ძალის“ პოზიციაც ეს არის. ბოლო-ბოლო, ამ ყველაფერს, 2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენი წერილები რომ მოვიშველიოთ, ეთანხმება და პირდაპირ იმეორებს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია. მართალია ოპონენტები ამბობენ, რომ ის ამერიკაა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტნიორი პარტნიორია და ჩვენც გვაქვს კრიტიკის უფლება, მათ შორის ევრობიუროკრატიის,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: მთელი ოთხი წელი უცხოელი აქტორები გვაძალებდნენ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან — ახლა რას ეუბნებიან მოსახლეობას, რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია?
Next: ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია – პროკურატურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.