Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მთელი ოთხი წელი უცხოელი აქტორები გვაძალებდნენ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან — ახლა რას ეუბნებიან მოსახლეობას, რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია?

მარშალ პრესი 17/02/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში “დებატები რუსთავი2”-ზე განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები პრაგმატული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და უკრაინის მაგალითს უპირისპირებდნენ.

მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ფრთხილი კურსი მიზანმიმართულად იყო გაკრიტიკებული, თუმცა დღეს მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკა სწორი იყო.

დეპუტატმა კითხვები დაუსვა დებატებში მონაწილე, ნიკა ობოლაძეს.

„მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია, ევროპარლამენტარები, ევრობიუროკრატია, ასევე ადგილობრივი „ნაცმოძრაობისა“ და ენჯეო სექტორის წარმომადგენლები გვიწუნებდნენ პრაგმატულ და ფრთხილ პოლიტიკას და ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში უკეთესი მდგომარეობა იყო. ამერიკის მაშინდელი ელჩი პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ უნდა მოვქცეულიყავით ისე, როგორც უკრაინა, და აცხადებდა, რომ უკრაინაში მეტი დემოკრატიაა, ვიდრე საქართველოში. თითქოს უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიანიჭეს, რომ ისინი ასრულებდნენ ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველო კი — არა.

ოთხი წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ისმოდა, რომ უკრაინა ყველა პარამეტრით უსწრებდა საქართველოს. დღეს კი ვხედავთ რეალურ სურათს: უკრაინაში, სამწუხაროდ, ასი ათასობით ადამიანია დაღუპული, ეკონომიკა დანგრეულია და მომავალი ბუნდოვანია. რას ეუბნებით საქართველოს მოსახლეობას — რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველო?“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატის კითხვაზე ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვას არავინ აიძულებდა. მისი თქმით, მაგალითად სომხეთმა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო ბაზა აქვს, შეძლო ურთიერთობების დალაგება და ომში არ ჩართულა. ამიტომ იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განცხადებას, თითქოს ვინმე საქართველოს ომში ჩართვას აიძულებდა. მისი აზრით, საქართველოც შეძლებდა ბალანსის დაცვას კონფლიქტში ჩართვის გარეშე.

„სიმართლე სიმართლეა ყველგან და ყოველთვის, და სწორედ ეს პოლიტიკა გამოგვარჩევს ჩვენ, „ხალხის ძალას“. თუ ასეა და ჩვენ სწორი პოლიტიკით მივდიოდით, ოთხი წლის განმავლობაში რატომ გვიწუნებდნენ ამას? აღმოჩნდა, რომ სწორ პოლიტიკას ვაწარმოებდით.

ქალბატონი ფარკასი (ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორია) გვეუბნებოდა: „მერე რა, თუ რუსეთი თქვენთან ომს დაიწყებს — 10-დან 20 ათასამდე ადამიანი დაგეღუპებათო“. მსგავსი მაგალითები კიდევ ბევრია. ჩვენ ქვეყანა აღარ გვექნებოდა — და მერე რა პოლიტიკა უნდა გვეწარმოებინა?

მთელი ოთხი წლის განმავლობაში გვაძალებდნენ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან და მათთან კომუნიკაციის შეზღუდვას. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან. დღეს კი გამოვიდნენ გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი და თქვეს, რომ რუსეთი ევროპაა და მასთან უნდა ილაპარაკონ — არა მხოლოდ ილაპარაკონ, არამედ მასთან ერთად უსაფრთხოების არქიტექტურაც უნდა შექმნან. ტყუილს ხომ არ ვამბობ? მათ სიტყვებს ვიმეორებ.

ჩვენ ვიცით და ვაღიარებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას საქართველოში და ასევე იბრძვის უკრაინაში. თუ მართლაც რუსეთთან ერთად უსაფრთხოების არქიტექტურა შეიქმნა, რა სტატუსი ექნება იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც საქართველოში დგას და უკრაინაში იბრძვის?“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნება” გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მას მეათედ დაუკვეთა – ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი გზით და სწორი შეხედულებებით მართვა – ირაკლი კირცხალია
Next: დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია – გურამ მაჭარაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.