Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს

მარშალ პრესი 16/02/2026
irakli kobakhidze

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მოვინახულეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი შენობა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.

„ასევე, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღჭურვილობა. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. დაახლოებით, 20 000-ზე მეტია უკანონო არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის დაგროვილი სტატისტიკა. უკვე შარშან, გასული 1 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან მოახერხა იმაზე მეტი უკანონო მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ტემპები უნდა დაჩქარდეს. ამას ემსახურება, მათ შორის, დეპარტამენტის გაძლიერება არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, არა მარტო ახალი შენობით, არამედ ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ ადამიანური რესურსების კუთხითაც საჭიროებს დეპარტამენტი გაძლიერებას. უკვე 5-ჯერ არის გაზრდილი პერსონალის რაოდენობა მიგრაციის დეპარტმანეტში, რაც ხაზს უსვამს ჩვენს სერიოზულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, მთლიანად გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისგან, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მინდა მადლობა გადავუხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეკა გელაძეს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, ყველა მიმართულებით საქმიანობის თვისებრივად გააქტიურებისთვის – კორუფციული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, უკანონო მიგრაცია – ყველა მიმართულებით გვაქვს უკვე განსაკუთრებული, გამორჩეული შედეგები მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი შედეგების მიღწევა გვინდა მომდევნო პერიოდში
Next: მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ. პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარეშე დავრჩეთ ქვეყანაში? პენსიონერებს გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე თქვენს გუნდს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.