Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მინდა მადლობა გადავუხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეკა გელაძეს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, ყველა მიმართულებით საქმიანობის თვისებრივად გააქტიურებისთვის – კორუფციული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, უკანონო მიგრაცია – ყველა მიმართულებით გვაქვს უკვე განსაკუთრებული, გამორჩეული შედეგები მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი შედეგების მიღწევა გვინდა მომდევნო პერიოდში

მარშალ პრესი 16/02/2026
irakli kobakhidze

ყველა მიმართულებით საქმიანობის თვისებრივად გააქტიურებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეკა გელაძეს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით არის განსაკუთრებული შედეგები და აქტიურ მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ყველა მიმართულებით საქმიანობის თვისებრივად გააქტიურებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეკა გელაძეს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, მინისტრის მოადგილეებს. ყველა მიმართულებით არის გააქტიურებული მუშაობა დღეს. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა და აქაც გავიხსენებ სტატისტიკას – გასული ათი წლის განმავლობაში რამდენი არალეგალი მიგრანტიც იყო გაძევებული, იმდენი გააძევა მარტო გასული 12 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე, ნარკოტიკების მიმართულებით, რადიკალურად არის შეცვლილი სტატისტიკა და რამდენიმე ასეული ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რამაც რადიკალურად შეამცირა ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და ხელმისაწვდომობა შეზღუდა ნარკოტიკებზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, პირველივე თვეში, როდესაც დაინიშნა თანამდებობაზე ბატონი გეკა გელაძე, თვისებრივად გააქტიურდა მუშაობა. მძიმე ვითარება იყო, მათ შორის, თბილისში, ცენტრალურ უბნებში განსაკუთრებით. აქ ეს პრობლემა პრინციპულად მოგვარდა. ესეც არის გეკა გელაძის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება. ყველა მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას – კორუფციული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, უკანონო მიგრაცია – ყველა მიმართულებით გვაქვს უკვე განსაკუთრებული, გამორჩეული შედეგები მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი შედეგების მიღწევა გვინდა მომდევნო პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: უნივერსიტეტები არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემაზე
Next: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.