Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-სთან ურთიერთობის განახლება მოითხოვს დიალოგს, ურთიერთობებს ორივე მხრიდან, რათა დავინახოთ, თუ რა ინტერესებით მოქმედებს აშშ ჩვენს რეგიონში და რა შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დღის წესრიგში

მარშალ პრესი 16/02/2026
maka bochorishvili

მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იყო უკვე საუბარი, ჰქონდათ საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება იმისთვის, რომ მოხდეს გადახედვა იმ მდგომარეობის, რაც არის დღეს და იმ მემკვიდრეობის, რომელიც არის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ვერ იქნება ისეთი გულუბრყვილო, იფიქროს, რომ ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა მის დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო.

„ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილო, რომ ვიფიქროთ, რომ ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა საქართველოს დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო. ამას ჰქონდა გარკვეული შედეგები, ჩვენ ვხედავთ ურთიერთობების გაცივებას გარკვეულწილად ჩვენს პარტნიორებთან, რაც სწორედ ამ ძალების ძალისხმევის შედეგია. განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გარკვეულწილად გარიყულიყო ევროპული და ამერიკული დღის წესრიგიდან. ეს ყველაფერი მოხდა იმის ხარჯზე, რომ ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების ისე წარმოჩენა, თითქოს ჩვენ რაღაც ცუდს ვაკეთებთ, რაღაცას ვაზიანებთ.

არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების გასაახლებლად და ეს მოითხოვს გარკვეულ ჩართულობას ორივე მხრიდან, რასაც ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ გარკვეული მზაობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის, რათა განვაახლოთ მუშაობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ორი ქვეყნისთვის, რა შეიძლება იყოს ორი ქვეყნის ინტერესებში ამ ურთიერთობებში.

ეს პირველ რიგში მოითხოვს დიალოგს, ურთიერთობებს ორივე მხრიდან, რათა უფრო ცხადად დავინახოთ, თუ რა ინტერესებით მოქმედებს აშშ ჩვენს რეგიონში და რა შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დღის წესრიგში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული და საფუძვლიანად არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.