Skip to content
05/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით „იდეათონი“ გაიმართა

მარშალ პრესი 30/06/2022
ha

ოზურგეთის ტექნოპარკში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით „იდეათონი“ გაიმართა. ლიდერთა სკოლისა და ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების ,,იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრებმა Canvas ბიზნეს მოდულის საფუძველზე იმუშავეს საწარმოების მოდელირებაზე, ჩამოაყალიბეს 14 ბიზნეს იდეა და პროექტის დასკვნით ნაწილში, თავიანთი პრეზენტაციები წარუდგინეს პოტენციურ ინვესტორებს.

ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების ხელმძღვანელები, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,იდეათონის“ მონაწილეები სხვადასხვა სახის სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

Post navigation

Previous: სამხარეო ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეხვედრა გაიმართა
Next: ოზურგეთის ტექნოპარკში „იდეათონი“ გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.