Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი

მარშალ პრესი 15/02/2026
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წვერი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმის შესახებ გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა რეფორმების საწინააღმდეგოდ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანეს: „ვერც ერთი შენიშვნა, ვერც ერთი კრიტიკული მოსაზრება ვერ დაასაბუთეს, ამ რეფორმის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გააკეთეს. გუშინდელმა დებატმა დაასაბუთა, თუ რამდენად საჭიროა განათლების რეფორმა საქართველოში“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მან ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტებმა გააგრძელეს ამგვარად საკუთარი თავის „გაშიშვლება“, აღარ დარჩებათ ამომრჩეველი. “ვინც გუშინ ტელეიმედზე განათლების რეფორმის შესახებ დებატებს უყურა, ალბათ ყველას გაუჩნდა ერთი კითხვა – რისთვის მიდიოდნენ სტუდიაში? თუკი მათი მიზანი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები იყო, არ გამოუვიდათ, რადგან მიუხედავად გარკვეული თავხედობისა, პრემიერმა და განათლების მინისტრმა არ მისცეს გასაქანი, მათი ჩვეული უზრდელობით რომ ესაუბრათ. რაც შეეხება განათლების საკითხს, ასეთი “მომზადებულები” რომ მართავდნენ სახელმწიფოს სააკაშვილის პერიოდში, იმიტომ გაგვინადგურეს ყველა სფერო და განსაკუთრებით – განათლება.

დღეს იმ სისტემის ანტისახელმწიფოებრივი განათლების მესვეურები ახალ რეფორმას გვიწუნებენ, ოღონდ არ იციან, რატომ. ვერც ერთი შენიშვნა, ვერც ერთი კრიტიკული მოსაზრება ვერ დაასაბუთეს, ამ რეფორმის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გააკეთეს. სწორედ ეს იყო საგანგაშო. ამაზე მეტი გამჭვირვალობა არ არსებობს. გუშინდელმა დებატმა დაასაბუთა, თუ რამდენად საჭიროა განათლების რეფორმა საქართველოში. იმედია, ახლა მაინც მიხვდნენ ოპონენტები, თუ რატომ შემოიტანა საჯარო დებატების ინიციატივა პრემიერმა. კიდევ ბევრ თემაზე გაშიშვლდებიან “მოაზროვნე” პროფესორ-პოლიტიკოსები. არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, ამ დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს – ილჰამ ალიევი
Next: კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ვიტალი კლიჩკო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.