Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს – ილჰამ ალიევი

მარშალ პრესი 15/02/2026
ilham

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კავკასიის რეგიონში საქართველოს როლი გამოყო. კერძოდ, მან ყურადღება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენასა და სამშვიდობო პროცესზე გაამახვილა და ქართველ მეგობრებს ამისთვის მადლობა გადაუხადა. საქმე ეხება საქართველოს მიერ სატრანზიტო დერეფნის უზრუნველყოფას, რომლის გავლითაც ტვირთები აზერბაიჯანიდან სომხეთს მიეწოდება.

„ჩვენ მოვხსენით აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე ყველა შეზღუდვა. მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს, მას შემდეგ, რაც საქონელი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ჩავა. ასევე, დავიწყეთ ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთისთვის, რაც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტია და ამით ფაქტობრივად, ორმხრივი ვაჭრობა დავიწყეთ. დამაკავშირებელი პროექტები და დერეფნები კიდევ უფრო გაგვაერთიანებს, ურთიერთდამოკიდებულებს გაგვხდის, შექმნის სრულიად ახალ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი საბოლოოდ დაიწყებენ სამმხრივ საფუძველზე თანამშრომლობას“, – აღნიშნა ალიევმა.

Post navigation

Previous: უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
Next: თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.