Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას

მარშალ პრესი 14/02/2026
irakli kobakhidze4

საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას, – განაცახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.

პრემიერმა მიმართა საზოგადოებას, წარადგინონ თავიანთი არგუმენტები მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმასთან დაკავშირებით.

„სადაც არ უნდა წახვიდეთ, საჯარო თუ კერძო სექტორში, ყველგან არის სპეციალისტების პრობლემა. როდესაც ბიზნეს ასოციაცია ატარებს ხოლმე თავის პრეზენტაციებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წელია, სამეულში სახელდება ორი პრობლემა – ერთი, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე, კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. ეს ეხება ყველა სფეროს. იურისტების დეფიციტია. 3600 აბარებს, 700 გვჭირდება და დეფიციტი გვაქვს. იგივე ეხება ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრირებას. გვაქვს სერიოზული პრობლემები ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით. გვაქვს პრობლემები ტექნიკურ სფეროში. ტექნიკურში აქამდე თვითონ განსაზღვრავდნენ უნივერსიტეტები რამდენი უნდა ჩარიცხულიყო. რომ აიღოთ თანაფარდობა, ალბათ 10%-ია ტექნიკური მიმართულებით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ია. ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში, ახალგაზრდებში იყო მაღალი მოთხოვნა ბიზნესზე და სამართალზე და შესაბამისად, გაივსო ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები იურისტებით, ბიზნესით და ერთგვარი გერი გახდა საკუთარ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება.

მოთხოვნა არის მშენებლებზე, ინჟინრებზე, საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის. აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას. ჩვენ წარვადგინეთ ამის კონცეფცია – 7 გამოწვევა, 7 ამოცანა. ჩვენი თხოვნაა საზოგადოების მიმართ, ჩვენ განვსაზღვრეთ 7 გამოწვევა, 7 ამოცანა. არავინ არ არის შეუმცდარი. იქნებ ვცდებით. გვითხარით არგუმენტები, ალტერნატივა, ეს არის ჩვენი თხოვნა, მაგრამ ერთი თვე ისე გავიდა, არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით არგუმენტები არ გვესმოდა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ პირადი სარგებელი წარმოადგენს
Next: ასე ხდება, როცა განათლებას პოლიტიკურ იარაღად იყენებ — დაპირებული არგუმენტები ქრება, განათლება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი არ არის — ეს ქვეყნის მომავალია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.